Tuesday, May 11, 2010
პროექტი
პროექტი
მთავარი იდეა: მეტალების მიღება გალვანური მეთოდით
მნიშვნელობა და აქტუალობა: აქტუალურია ყოფაცხოვრებაში მოსწავლეებს ხელს შეუწყობს კვლევის და უნარ–ჩვევების დაუფლებაში.მნიშვნელოვანია ფიზიკისა და ქიმიის ცოდნის გაღმავებაში
მიზნები და შედეგები: ბუნ.IX.11. მოსწავლე ახასიათებს ელექტროლიტურ დისოციაციის პროცესს.
ბუნ.VIII.9. მოსწავლე ელექტრული დენის სიტბურ, ქიმიურ და მაგნიტურ მოქმედებას.
ქიმ.XI/XII.2.მოსწავლე ახასიათებს ჟანგვა არდგენით პროცესებს.
• მოსწავლეები ატარებენ ცდებს და იკვლევენ ნივთიერებათა წყალხსნარებში ელექტრგამტარობას. გამოყოფენ ნივთიერებებს რომლებიც დენს ატარებენ ე.ი. ელექრტოლიტებს
• მოიპოვებენ ინფორმაციას ტექნიკაში და ყოფაცხოვრებაში დენის ქიმიური მოქმედების გამოყენების შესახებ
• ატარებენ ცდებს ჟანგვა–აღდგენით პროცესსზე.
• ადგენენ მჟანგავის და აღმდგენის გამოვლინებებს.
შეფასების საგანი და პროცედურები: შეფასდება სასწავლო პროექტის განხორციელებისას ისტის გამოყენება
რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ: მოსწავლეებმა წინასწარუნდა იცოდნენ ელექტრული დენი, ელექტრული წრედი და მისი შემადგენელი ნაწილები. ელექტროლიტური დისოციაცია, ჟანგვა–აღდგენითი რეაქციები და ელექტროლიზი.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები: სახელმძღვანელო ქიმიისა და ფიზიკის.მყარი და თხევადი ნივთიერებები. მინის აბაზანა, გამტარები , მუდმივი დენის წყარო,თხევადი რეზინი, ბრონზა. ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში შემდეგ საიტებზე: http://ka.wikipedia.org/ http://www.boom.ge
http://www.google.ge/images
პროექტის მსვლელობა: მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს შაბიაბნის ელექროლიტიდან მეტალური სპილენძის აღდგენას.
მოსწავლეები ამზადებენ შაბიაბნის ელექტროლიტს, აწყობენ ელექტრულ წრედს დადებითად დამუხტული პოლუსს მიუერთებენ მეტალურ სპილენძს, ეს არის ანოდი, ხოლო უარყოფითად დამუხტულ პოლუსს უერთებენ ელექტროგამტარიფენით დაფარულ რეზინს და უერთებენ დენის წყაროს . აკვირდებიან ჟანგვა–აღდგენით პროცესს რომელიც შაბიაბნის ელექტროლიტში მიმდინარეობს. დაკვირვებების შედეგად მიიღება მეტალური სპილენძი რეზინზე (კათოდზე).
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment